ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი მარკო მიკელსონი წერს, რომ კომიტეტმა ქართველი ხალხის მხარდასაჭერად დღეს გაავრცელა განცხადება და მოუწოდა ევროკავშირს, გადადგას ნაბიჯები საქართველოს თვითაღიარებული მმართველების წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, განცხადებით მხარს უჭერენ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ დემოკრატიულად არჩეულ კონსტიტუციურ ინსტიტუტს. მისივე თქმით, საქართველოში არსებული კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დაორგანიზებაა.