სალომე ზურაბიშვილი გერმანიის, ფინეთის პრეზიდენტებს და ევროკომისარ კოსს ესაუბრა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტ ფრენკ-ვალტერ შტაინმაიერს, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბს და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს ესაუბრა.

„საგანგებო დისკუსია მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან საქართველოში არსებული ვითარების შესახებ. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ საქართველოს ევროპულ გზას გაყინავს. ესაა რადიკალური ცვლილება წარსული პოლიტიკიდან, რომელიც დაფუძნებული იყო ქვეყნის კონსტიტუციაზე. ეროვნული პროტესტი აჩვენებს ქართველების ძლიერ სურვილს, გააგრძელოს ევროპული გზა. მათი პროტესტი არ უნდა იქნეს ჩახშობილი. ფინეთი ქართველებთან დგას“, – წერს ალექსანდერ სტუბი.

„საქართველოს ხელისუფლება შორდება ევროკავშირის გზას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციითაა გამყარებული. ევროპა ამის შედეგებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ პოლიტიკაში ასახავს, თუმცა ის ღიაა ქართველი ხალხის ევროპული იმედისთვის“, – დაწერა გერმანიის პრეზიდენტის წარმომადგენელმა.

„დღეს ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოში არსებულ შემაშფოთებელ სიტუაციაზე.

მე შევაქე ქართველი ხალხის მამაცი მიზანმიმართულობა, გააგრძელოს ევროპისკენ გზა.

თქვენ ყოველთვის პატივს გცემთ. ევროკავშირი თქვენს მხარესაა“, – დაწერა მარტა კოსმა.