საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე აცხადებს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით საკონტიტუციო უწყებამ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა.
„დღეს საკონსტიტუციო სასამართლო უბრალოდ ფიზიკურად არ არსებობს. სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა ქვეყნის არსებობა არ არსებობის საკითხი. მას ჰქონდა შესაძლებლობა შიშველი ძალაუფლება მოეთოკა და მოექცია კონსტიტუციის ფარგლებში. ძალიან დასანანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა არ გაიგეს რა ეწერა სარჩელებში. არ და ვერ გაიგეს, არ დაინახეს 100 ათასობით ადამიანის ხმა. ისინი ვალდებულები იყვნენ დიდი პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდნენ ამ საკითხს და არა მხოლოდ მიეღოთ წარმოებაში, არამედ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო ორივე სარჩელი დაეკმაყოფილებინათ და არჩევნების შედეგები გაბათილებულიყო. ჩემთვის საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს ფუნქციონირება დაასრულა“,- განაცხადა ქეთევან ერემაძე.