ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

„მაუწყებლის” ჟურნალისტი, გიორგი ჩაგელიშვილი სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა, – ინფორმაცია ამის შესახებ მედიასაშუალება ავრცელებს.

ჩაგელიშვილი 2 დეკემბრის დილას, რუსთაველის მეტროში მოქალაქეების დარბევის დროს დაიჭირეს.

„პუბლიკის“ მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ჩაგელიშვილი საპოლიციო ძალებს მიუთითებდა, რომ ჟურნალისტია, თუმცა მას ჩანთა გაუჩხრიკეს და წაიყვანეს.