აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი და სტივ კოენი საქართველოსთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებენ:
„ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მოვუწოდებთ როგორც ამჟამინდელ, ისე მომავალ ადმინისტრაციას, მხარი დაუჭირონ ქართველებს ბრძოლაში მათ ქვეყანაში დემოკრატიისა და თავისუფლების აღსადგენად.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გადადგას ნაბიჯები იმისათვის, რომ დაისაჯოს ისინი, ვინც პასუხს აგებენ ქართველებისმშვიდობიანი პროტესტის და არჩევნების უფლების დარღვევაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.