ნიკა გვარამია და გელა ხასაია დააკავეს - ოპოზიციური პარტიების ოფისებს პოლიცია ჩხრეკს

პუბლიკა

დღეს ოპოზიციური პარტიების „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ენმ-ისა და „გირჩი-დროას“ ოფისებში პოლიცია ჩხრეკის მიზნით შევიდა.

პარტია „ახალის” ლიდერი ნიკა გვარამია და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” წევრი გელა ხასაია „გირჩი-დროას“ ოფისთან პოლიციამ დააკავეს. ამ წუთებში ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს.  დაძაბული სიტუაცია იყო ოფისის შესასვლელთან. გვარამია პოლიციისგან მოითხოვდა, მიეცათ მისთვის უფლება, ოფისში შესულიყო და ჩხრეკას დასწრებოდა.

„პუბლიკა“ შსს-ს დაუკავშირდა დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით, ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

ბოლო 2 საათის განმავლობაში პოლიცია ჩხრეკის მიზნით ოპოზიციური პარტიების ოფისებში თითქმის პარალელურად ტარდება ჩხრეკა.

ასევე, პოლიცია შევიდა ჯგუფ „დაიტოვეს” დამფუძნებლების ილია ღლონტისა და ნენსი ვოლანდის საცხოვრებელ სახლებში.

პარტიის ოფისებთან იმყოფებიან პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები. ისინი ადგილზე მისულ პოლიციას სთხოვენ განმარტებებს, თუმცა პოლიციელები ჩხრეკის დასრულებამდე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები ადგილზე მისულ პოლიციელებს სთხოვენ, განუმარტონ, რის საფუძველზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა ისინი ჩხრეკის დასრულებამდე დეტალურ განმარტებას არ აკეთებენ.