„ერთ-ერთის ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს კადრებს, რომ ამოიღეს „მოლოტოვის კოქტეილები“, კადრები რაც გაავრცელეს ნათლად ჩანს, რომ ეს დადგმული სცენა იყო“, – აცხადებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
„გუშინ რეჟიმი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა, შეიჭრა რამდენიმე პოლიტიკური პარტიისა და მოძრაობების ოფისებში და პრაქტიკულად დაარბია ოფისები. ამოღებულია სხვადასხვა ნივთი, არცერთი ამ ნივთებიდან კანონსაწინააღმდეგო არ არის. ერთ-ერთის ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს კადრებს, რომ ამოიღეს „მოლოტოვის კოქტეილები“, კადრები რაც გაავრცელეს, ნათლად ჩანს, რომ ეს დადგმული სცენა იყო.
ბოთლები, სადაც ჩვრები იყო ჩატენილი, „მოლოტოვები“ ასე არ კეთდება, ბოთლებში ჯერ ბენზინი ისხმება და შემდეგ იდება ჩვარი და არა პირიქით. სჭირდებათ, რომ მოსახლეობა დააშინონ, რომ ვიღაცები „მოლოტოვის კოქტეილებს“ ამზადებდნენ სადღაც ოფისებში. ყველა ის ნივთი – კარავი, პარალონი, აირწინაღი თუ სხვა რამ, ყველა ოფიციალურად იყიდება და ყველას შეუძლია იყიდოს მაღაზიებში, უფრო სწორად შეეძლოთ, ახლა აუკრძალეს მაღაზიებს ამ ნივთების გაყიდვა“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძე ამბობს, რომ ოფისებიდან ამოღებულია სხვადასხვა ნივთები და არცერთი ამ ნივთებიდან კანონსაწინააღმდეგო არ არის.