საქალაქო სასამართლოსთან 25 წლის საბა ციმინტია დააკავეს. ინფორმაცია „პუბლიკას” მიაწოდეს მისმა მეგობრებმა, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ. მარიამ ყიფიანი ჰყვება, რომ ისინი სასამართლოსთან ლუკა ჯაბუას პროცესზე იყვნენ და ადგილზე არსებულ კამერებში ნახეს, რომ საბა ციმინტია პოლიციამ წაიყვანა.
„დაიჭირეს საბა ციმინტია, როდესაც ვიმყოფებოდით ლუკა ჯაბუას სასამართლო პროცესზე. როცა ვიყავით მაღაზიაში გასული, გამოვედი, იქიდან ვიღაცამ დაურეკა, ზუსტად არ მახსოვს და წადით თქვენ, დაგეწევითო, ჩავიდა ორი ნაბიჯისკენ.
დაახლოებით, ერთი საათი გავიდა და დავიწყეთ საბას ძიება, ყველგან მოვძებნეთ, არსად არ იყო – რამდენიმე წუთში ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი გვიგზავნის 48 ადამიანის სიას, რომლის დაჭერასაც აპირებენო და სიაშიც იყო. მივედით ორ ნაბიჯში და ვნახეთ კამერები, როგორ წაიყვანეს”, – ამბობს მისი მეგობარი, „პუბლიკასთან” საუბრის დროს.