ევროპის კოლეჯის ქართველი კურსდამთავრებულები განცხადებას ავრცელებენ საქართველოს მთავრობის მიერ ევროპული კურსიდან გადახვევის შესახებ.
მათ განცხადებაში წერია:
„ევროპის კოლეჯის კურსდამთავრებულები, ვგმობთ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. მთავრობის, ეს ცალსახად უკანონო და ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და მოსახლეობის 80%-ის ნებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და მათ მხარდაჭერას ევროპული ღირებულებისა და დემოკრატიის პრინციპების მიმართ.
ევროპის კოლეჯი წარმოადგენს ევროპული განათლების მთავარ ღირებულებებს, რომლებიც დაფუძნებულია დიალოგზე, თანამშრომლობასა და ერთიან, მშვიდობიან და განვითარებული ევროპის შენებაში ჩადებულ საერთო ძალისხმევაზე. ჩვენ, როგორც ამ კოლეჯის კურსდამთავრებულები, ბოლომდე ვიაზრებთ და ვემხრობით ამ ღირებულებებს.
კოლეჯში გატარებულმა დრომ, ჩვენი რწმენა საქართველოს ევროკავშირში ინტგრაციის აუცილებლობის და გარდაუვლობის შესახებ, უფრო გაამყარა. ქართველი ხალხისთვის, ევროკავშირი არ არის აბსტრაქტული და განყენებული იდეალი, ან უბრალოდ გეოპოლიტიკური არჩევანი.
ევროკავშირში ინტეგრაცია წარმოადგენს გააზარებულ მიზანს, პიროვნული, საზოგადოებრივი და სახელმწიფო პროგრესისკენ მამოძრავებელ ძალას, რომელიც დაფუძნებულია კანონის უზენაესობაზე, მოქალაქეობრივ თვითშეგნებაზე, ეკონომიკურ პროგრესზე, თანასწორობასა და სოციალურ სამართლიანობაზე.
ამ მიზნის საწინააღმდეგოდ, საქართველოს მთავრობამ, კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევით, მიზანმიმართულად შეაჩერა ამ ღირებულებებისკენ სვლა და საფრთხე შეუქმნა საქართველოს ევროპულ მომავალს. ეს გადაწყვეტილება, არა მხოლოდ შეურაცხყოფს ქართველი ხალხის მიერ წლების განმავლობაში გაღებულ მსხვერპლს, ასევე აზარალებს ქვეყნის, როგორც საიმედო პარტნიორის, რეპუტაციას.
ჩვენ ვუერთდებით დემოკრატიული ძალების ერთიან მოთხოვნას, დაუყოვნებლივ დაინიშნოს განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები. აუცილებელია, განმეორებით არჩევნებში დაცული იყოს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით მინიჭებული ხმის თავისუფლად და ფარულად დაფიქსირების უფლება, მათ შორის, ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ სამართლიანობისთვის და ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ყოველდღიურად სასტიკად უსწორდება, ფიზიკური ძალადობით, დაშინებითა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთით. მოვითხოვთ, უკანონოდ დაკავებულთა დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას.
ამასთანავე, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ყველა შემთხვევა საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, და დამნაშავე პირები პასუხისმგებლობაში მიცემულნი. ეს არის აუცილებელი პირობა, არა მხოლოდ სამართლიანობის აღსადგენად, არამედ ეს ხელს შეუწყობს სამომავლოდ საზოგადოების ნდობის დაბრუნებას ინსტიტუციისადმი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ხალხის უსაფრთხოებას და არა მათ ტერორს.
ვესალმებით საჯარო სისტემაში აღმოცენებულ წინააღმდეგობის ტალღას, რომელშიც, პირველად მრავალი წლის შემდეგ, ჩაერთო ასობით დიპლომატი და საჯარო მოხელე, რომლებიც გაემიჯნენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე. ვიმედოვნებთ, რომ გაცილებით მეტი საჯარო სექტორის წარმომადგენელი შემოუერთდება ამ მნიშვნელოვან საქმეს.
მოვუწოდებთ ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებს, გააგრძელონ ქართველი ხალხის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის არალეგიტიმური გადაწვეტილების წინააღმდეგ ბრძოლაში. გააგრძელონ სამოქალაქო მოძრაობების, მედიისა და დემოკრატიული ორგანიზაციების მხარდაჭერა. დაუწესონ პერსონალური სანქციები პასუხისმგებელ პირებს, რომლებიც უხეშად არღვევენ დემოკრატიის პრინციპებს, უგულებელყოფენ კონსტიტუციას და იყენებენ არამიზნობრივ და არაპროპორციულ ძალას საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ნუ დატოვებთ ქართველ ხალხს იზოლაციაში, აქტიურად დაგვიჭირეთ მხარი და დააფიქსირეთ თქვენი მხარდაჭერა შესაბამის განცხადებებსა და გადაწყვეტილებებში.
საქართველოს ადგილი ევროპაშია.
ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ევროპული მომავლისთვის, დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის”.
ხელს ვაწერთ ევროპის კოლეჯის ქართველი კურსდამთავრებულები:
- კრისტინა პიტალსკაია, 2015-2016
- ია ხოდელი, 2016-2017
- ირაკლი ჯღარკავა, 2016-2017
- ელენე ფანჩულიძე, 2028-2019
- მარიამ ტაბატაძე, 2017-2018
- მირანდა ბეჭვაია, 2021-2022
- ირაკლი მაზანაშვილი, 2021-2022
- ლელა კანკაძე, 2021-2022
- ნინო წურწუმია, 2021-2022
- ანიკო ფარჯიანი, 2021-2022
- ქეთი აბაშიძე, 2009-2010
- გიორგი თაბაგარი, 2012-2013
- ნინო ტურიაშვილი, 2015-2016
- ანა ანდღულაძე, 2014-2015
- ნინო სამველიძე 2010-2011
- მარიამ ხოტენაშვილი, 2011-2012
- მარიამ ალადოშვილი, 2022-2023
- მარიამ ღიბრაძე, 2022-2023
- ნატალია ბურდული, 2022-2023
- ანა შერვაშიძე, 2022-2023
- მარიამ გაფრინდაშვილი, 2023-2024
- ნინო ფრუიძე, 2016-2017
- ანა ლელაძე, 2023-2024
- ქეთევან ზუკაკიშვილი, 2014-2015
- თეონა კაჭარავა, 2017-2018
- თამარ ჩაფიძე, 2019-2020
- დავით შოშიტაშვილი, 2016-2017
- ეთერი გეჯაძე, 2020-2021
- ლაშა გოგიძე, 2009-2010
- მარიამ ნიგურიანი, 2024-2025
- თამთა კაპანაძე, 2024-2025
- ეთერ გლურჯიძე, 2024-2025
- მარიამ ცერცვაძე, 2014-2015
- გვანცა ქოქოშვილი, 2015-2016
- ელენე რამინაშვილი, 2023-2024
- ქეთევან ქართველიშვილი, 2014-2015
- მარიამ პაპოშვილი, 2014-2015
- თამარ ქუსიკაშვილი, 2016-2017
- თეონა ღვინეფაძე, 2014-2015
- ნინო ხელაძე, 2014-2015
- ლანა კურტანიძე, 2024-2025
- ილია რურუა, 2024-2025
- ანა უკლება, 2017-2018
- ნათია არსენიშვილი, 2016-2017
- ქეთევან ჯანგულაშვილი, 2021-2022
- გიორგი ჯღარკავა, 2018-2019
- სალომე ტოლიაშვილი, 2024-2025
- ზინაიდა ილურიძე, 2012-2013
- მაკა გოგიჩაშვილი, 2012-2013
- მარიამ მეგრელიშვილი, 2018-2019
- ანა მეგრელიშვილი, 2011-2012
- მარიამ ჯაფარიძე, 2023-2024
- თეონა ლავრელაშვილი, 2014-2015
- ნიკა გონგლიაშვილი, 2021-2022
- ელენე კინწურაშვილი, 2020-2021
- რაულ ლაბაძე, 2016-2017
- იანა მაისურაძე, 2019-2020
- მარიამ გოგიტიძე, 2022-2023
- ქეთევან უჩანეიშვილი, 2019-2020
- ბექა ჯებაშვილი, 2017-2018
- გიორგი თხელიძე, 2021-2022
- ნათია გიგატაძე, 2023-2024
- ანი ცინცაძე, 2023-2024
- გვანცა მაისურაძე, 2023-2024
- მაგდა ნიკორაშვილი, 2018-2019
- ელენე ჭიჭინაძე, 2020-2021
- ბარბარე ოქროპირიძე, 2021-2022
- ანასტასია მგალობლიშვილი, 2019-2020
- ცისანა ნემსიწვერიძე, 2022-2023
- თამარ ჩაფიძე, 2019-2020
- მარიამ ნოზაძე, 2019-2020
- ირინა მუგდუსი, 2020-2021
- ნინო ქარჩავა, 2015-2016
- ვანო ჩხიკვაძე, 2005-2006
- ოთარი უბილავა, 2018-2019