„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სიგარეტის შემთხვევაში აქციზის, ხოლო სათამაშო ბიზნესის შემთხვევაში, მოგების გადასახადი გაიზრდება.
„მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგადასახადო კოდექსში შევიდეს ცვლილება, სიგარეტისა და აიქოსის შემთხვევაში გაძვირდეს აქციზის გადასახადი, რაც აიქოსის შემთხვევაში იქნება – 15 თეთრის, ხოლო – 20 თეთრის ოდენობის სიგარეტის შემთხვევაში.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თამაშების ორგანიზატორებზე მოგების გადასახადი იზრდება 5%-ით. მოგებასთან დაკავშირებით, როგორც ბანკებს აქვთ საგადასახადო რეგულაცია, იგივე იქნება სათამაშო ბიზნესთან, ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით.
ესტონური მოდელის მიხედვით, ეს ბიზნესი ასეთი გადასახადისგან გათავისუფლებული იყო. უნდა შემცირდეს გარკვეულ რისკები, განსაკუთრებით ახალგაზრდობასთან მიმართებით. სხვაგვარად გადაწყვეტამ ისეთი შედეგი არ მოგვცა, რომელსაც ჩვენ ველოდით. ასევე, საბიუჯეტო სახსრების მოზიდვის თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, „საგადასახადო კანონში“ ცვლილებები მნიშვნელოვანია საბიუჯეტო სახსრების მოზიდვის თვალსაზრისითაც.