NGO-ებმა EU-ის უმაღლეს წარმომადგენელს და EU-ის ქვეყნების მინისტრებს წერილით მიმართეს

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერილით მიმართეს ევროკავშირის უმაღლეს წარმოადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს.

მასში ნათქვამია:

„საქართველოს ბოლოდროინდელი მოვლენები არის ღრმა გადახვევა დემოკრატიული ნორმებიდან და ევროპული გზიდან, რომელსაც ქვეყანა დიდი ხანია მიჰყვება რომლის მისწრაფებაც კონსტიტუციაშია ჩაწერილი ქართველი ხალხის ფართო მხარდაჭერით.

ჩვენ გვინდა, გავამახვილოთ ყურადღება ამ მოვლენებზე 2024 წლის 16 დეკემბრის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომამდე.

28 ნოემბერს მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილად უკუაგდო ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგი, შემდეგ კი დაარბია ის მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც გაბედულად მოითხოვენ მთავრობის გადადგომას, ახალ არჩევნებს დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას.

ასობით ადამიანი უსამართლოდ, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დააკავეს იმის გამო, რომ იყენებდნენ თავიანთ უფლებას, გაეპროტესტებინათ არალეგიტიმური რეჟიმი და მხარი დაეჭირათ საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

საქართველოს ბევრ ქალაქში მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან არადემოკრატიული ზომების გამოყენებას, მათ შორის, კანონებს, რომლებიც მიზანში იღებს სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას და სასამართლო სისტემას.

საქართველოს მოქმედ პრეზიდენტი, რომელიც მხარს უჭერს დემონსტრნტებს, ნორმალურ პირობებში, წლის ბოლოს უნდა შეცვლილიყო ლეგიტიმური პარლამენტის მიერ. „ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტის კანდიდატურად ცინიკურად დაასახელა ყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც არ აქვს პრეზიდენტობისთვის საჭირო ფორმალური კვალიფიკაცია. ეს ნაბიჯი ფართოდ აღიქმება, როგორც ძალაუფლების შემდგომი კონსოლიდაციის მცდელობა და პრეზიდენტის ინსტიტუტის აღმოფხვრა.

ივანიშვილისა და მისი პარტიის წინააღმდეგ გამომსვლელთა მოთხოვნები კონსოლიდირებულია ორ ძირითად პუნქტში:

საპარლამენტო არჩევნების დაუყონებლივ ჩატარება საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობით და დეპოლიტიზებული საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების გამჭვირვალობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.

საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ყველა ადამიანის გათავისუფლება.

ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, გადადგას შემდეგი ნაბიჯები ქართველი ხალხის სოლიდარობის ნიშნად:

1. არ აღიაროს ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური მთავრობა და მანიპულირებული საარჩევნო პროცესის შედეგები.

2. დაუწესოს სანქციები ივანიშვილს, „ქართული ოცნების” ხელმძღვანელობას და ყველას სამართალდამცავ სისტემაში: პოლიციელებს, პროკურორებს და მოსამართლეებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ავტორიტარული სისტემის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაზე. 

3. გაუუქმოს დიპლომატიური ვიზები „ქართული ოცნების” ხელმძღვანელობას, რაც განამტკიცებს მესიჯს, რომ მათმა ქმედებებმა ისინი საერთაშორისო იზოლაციაში მოახდინა.

4. მტკიცედ დაუჭიროს მხარი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ავტორიტარიზმის წინააღმდეგობის გაწევისა და დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად. ეს არის კრიტიკული მომენტი საქართველოსთვის და მისი ევროპული მისწრაფებისთვის.

ქართველი ხალხი მტკიცეა დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებაში. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, მტკიცედ დადგეს საქართველოს ხალხის გვერდით გადამწყვეტი ქმედებებით, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და მხარი დაუჭიროს მათ ლეგიტიმურ მოთხოვნებს”.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • სერგი კაპანაძე: დამფუძნებელი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • თორნიკე გორდაძე: უფროსი მკვლევარი, Gnomon Wise Research Institute
  • ანა ხურციძე:
    • პრეზიდენტი, Gnomon Wise Research Institute
    • გამომცემელი, ჟურნალი GEOPolitics
    • სამართლის სკოლის ხელმძღვანელი, საქართველოს უნივერსიტეტი
  • თემური იაკობაშვილი: სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდი (რონდელის ფონდი)
  • შოთა უტიაშვილი: უფროსი მკვლევარი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდი (რონდელის ფონდი)
  • თორნიკე თურმანიძე: უფროსი მკვლევარი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდი (რონდელის ფონდი)
  • ეკა მეტრეველი: დირექტორი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდი (რონდელის ფონდი)
  • ეკა ტყეშელაშვილი: პრეზიდენტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი
  • თამარ კინწურაშვილი: დამფუძნებელი, მედიის განვითარების ფონდი
  • გიორგი კანდელაკი: პროექტის მენეჯერი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB)
  • ნინო ევგენიძე: აღმასრულებელი დირექტორი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  • გიგი გიგიაძე: უფროსი მკვლევარი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  • უჩა ნანუაშვილი: დირექტორი, დემოკრატიის კვლევის ცენტრი (DRC)
  • ზაზა ბიბილაშვილი: თავმჯდომარე, ჭავჭავაძის ცენტრი ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლებისთვის
  • დავით ჩიპაშვილი: დირექტორი, მწვანე ალტერნატივა
  • ქეთი ვაშაკიძე: დირექტორი, ევროპის ფონდი