პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას ესაუბრა. ამ თემაზე მან სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მომავალ კვირაში ევროპული საბჭოს სხდომის გამართვამდე, პრეზიდენტ კოშტას სურვილი იყო საქართველოს პრეზიდენტთან საუბარი და „საქართველოში შექმნილი უმძიმესი კრიზისის მიმართ ევროპული საბჭოს განსაკუთრებული ყურადღების დადასტურება“.
„ხაზგასმით აღვნიშნე, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზა პოლიტიკურია – ახალი არჩევნები! დავრწმუნდი, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ქართველი ხალხის და მისი ევროპული მომავლის მხარდაჭერას“, – წერს ზურაბიშვილი X-ზე.
ორშაბათს, 16 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის დღის წესრიგი ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის განხილვას მოიცავს.