ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარკუს ცაჰკნას განცხადებით, დაასანქცირეს დამატებით 14 პირი, რომელთა შორისაა ირაკლი კობახიძეც. მათ ესტონეთში შესვლა აეკრძალა.
„ქართული ხელისუფლების ძალადობა პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ მიუღებელია და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, იქონიონ რეაგირება იმაზე, რაც ხდება საქართველოში და დააწესონ სპეციალური ზომები მათზე, ვინც ქართველებზე სასტიკად ძალადობს და არღვევს დემოკრატიას“, – თქვა მან.
ამ 14 ადამიანს შორის არიან „ოცნების“ ლიდერები, სუსის, პროკურატურის და საგამოძიებოს ხელმძღვანელები და მოსამართლეები, რომლებიც აქციებზე სპეცრაზმის ნაცემ დემონსტრანტებს ადმინისტრაციული სახდელები დააკისრეს.
- კობა ჩაგუნავა – მოსამართლე
- გიორგი გაბიტაშვილი – მთავარი პროკურორი
- ნინო ენუქიძე – მოსამართლე
- კახა კალაძე – თბილისის მერი და „ოცნების“ გენერალური მდივანი
- კოკა კაციტაძე – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი
- გრიგოლ ლილუაშვილი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი
- ირაკლი კობახიძე – „ოცნების“ მთავრობის პრემიერი
- მამუკა მდინარაძე – „ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი
- ლელა მილდენბერგერი – მოსამართლე
- დიმიტრი სამხარაძე – „ოცნების“ წევრი
- ლელა ცაგარეიშვილი – მოსამართლე
- მანუჩარ ცაცუა – მოსამართლე
- ზვიად ცეკვავა – მოსამართლე
- თეა წულუკიანი – „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი