„საქნახშირის" მფლობელ კომპანიას "ქართუ ფონდზე" 147 მილიონამდე ლარის სესხი აქვს გაცემული 

პუბლიკა

„საქნახშირის” მფლობელ კომპანიას, „შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანის” “ქართუ ფონდზე” 147 მილიონი ლარზე მეტის სესხი აქვს გაცემული.

ამის შესახებ კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებებში წერია.

კერძოდ, „შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანის” 2022 წლის ანგარიშგების თანამად, „ქართუზე” გაიცა 138,742,222 ლარი. თანხის დაბრუნების თარიღი უნდა ყოფილიყო 2022 წლის 31 დეკემბერი.

თუმცა, 2022 წლის 30 დეკემბერს მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაფარვის ვადად განსაზღვრულიყო 2024 წლის 31 დეკემბერი. თანხის ოდენობა გაიზარდა 146,860,446 ლარამდე.

„ხელმძღვანელობამ შეაფასა სესხის დაბრუნებადობა მსესხებლის საქმიანობის შესახებ არსებული ინფორმაციის, ასევე გახანგრძლივებული ხელშეკრულების პირობების საფუძველზე. ამ შეფასებიდან გამომდინარე, მენეჯმენტი ელოდება, რომ სესხი სრულად იქნება ამოღებული ვადის გახანგრძლივებულ თარიღამდე.

ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან დაშვებებს მსესხებლის შესახებ, შეასრულოს თავისი ნაკისრი ვალდებულებები სესხის დარჩენილი ვადის განმავლობაში. გაუფასურების რაიმე ინდიკატორის არარსებობის გათვალისწინებით, ანგარიშგების თარიღისთვის არ იქნა აღიარებული მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის რეზერვი (ECL). ხელმძღვანელობა აგრძელებს სესხის მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში და გარემოებების შეცვლის შემთხვევაში გადახედავს მის შეფასებას”. – წერია კომპანიის 2023 წლის ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტში.