შსს-მ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

პუბლიკა

ბათუმში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში” გიორგი გახარიას თავს ღამით დაესხნენ.

„პუბლიკის” ინფორმაციით, თავდასხმაში „ქართული ოცნების” პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ.

თავდამსხმელებს შორის, სავარაუდოდ, იყო დიმიტრი სამხარაძეც.

გიორგი გახარია კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

მისივე ინფორმაციით, პაციენტის ჰემოდინამიკა სტაბილური იყო და მან საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა.