მილერი: ჩვენ კვლავ სერიოზულად ვართ შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო

პუბლიკა

„ჩვენ კვლავ სერიოზულად ვართ შეშფოთებულნი საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო”, –  განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.

მილერის თქმით, აშშ-მა სწორედ ამიტომ დააწესა სანქციები, შეაჩერა დახმარება და სტრატეგიული ურთიერთობები.

„ჩვენ კვლავ სერიოზულად ვართ შეშფოთებულნი საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო, როგორებიცაა საკუთარ მოსახლეობაზე ზეწოლა და იმ დემოკრატიული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევა, რომელზეც ისინი იყვნენ.

სწორედ ამიტომ დავაწესეთ ახალი სანქციები საქართველოს მთავრობის წევრების წინააღმდეგ, შევაჩერეთ დახმარება, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის უნდა გაგვეწია და შევაჩერეთ მათთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები“, – განაცხადა მილერმა.