სერბეთში სტუდენტების მიერ ორგანიზებული მორიგი ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია გაიმართა

პუბლიკა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში სტუდენტების მიერ ორგანიზებული მორიგი ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია გაიმართა.

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩისა და სერბეთის სახელმწიფო ტელევიზიის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ათიათასობით ადამიანი გამოვიდა.

REUTERS/Djordje Kojadinovic
REUTERS/Djordje Kojadinovic
REUTERS/Djordje Kojadinovic
REUTERS/Djordje Kojadinovic
REUTERS/Djordje Kojadinovic
REUTERS/Djordje Kojadinovic
REUTERS/Djordje Kojadinovic
REUTERS/Djordje Kojadinovic

ბელგრადში პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დეკემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც 1 ნოემბერს ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

აქციის მონაწილეებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი 15-წუთიანი დუმილით მიაგეს.

დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ტრაგედიის მიზეზი კორუფცია და სადგურზე დაუდევრად შესრულებული სამუშაოებია.

AP News-ის ინფორმაციით, ნოვი-სადის სადგურზე ბოლო წლებში სარემონტო სამუშაოები ორჯერ ჩატარდა „საეჭვო მეგაპროექტების” ფარგლებში, რომლებშიც ჩინეთის სამთავრობო კომპანიები მონაწილეობდნენ.

სერბეთის პოპულისტი პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ამბობს, რომ არ დაემორჩილება მოთხოვნებს გარდამავალი მთავრობის შექმნის შესახებ და მის ოპონენტებს, ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, სტუდენტების გამოყენებაში ადანაშაულებს.

ალექსანდრ ვუჩიჩი ერთ-ერთია იმ ექვსი (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, სერბეთი, თურქეთი, ჩინეთი) ქვეყნის მეთაურიდან, რომელმაც მიხეილ ყაველაშვილს „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტად გამოცხადება მიულოცა.

სერბეთს მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან და დიდად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე.