პატიმრობაში რჩება აქციების გამო კიდევ ერთი ბრალდებული ლაშა ჩხაიძე

პუბლიკა

პატიმრობაში რჩება საპროტესტო აქციების გამო კიდევ ერთი დაკავებული ლაშა ჩხაიძე.

დღეს, 20 იანვარს ჩატარდა სხდომა, რომელზეც მოსამართლე ლელა კალიჩენკომ განიხილა მისი აღკვეთის ღონისძიების საკითხი.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ლაშა ჩხაიძეს, რომელსაც ადვოკატი არ ჰყავს, აღკვეთის ღონისძიების შეცვლა არ მოუთხოვია. მათივე ცნობით, ბრალდებული წარდგენილ ბრალს აღიარებს.

ლაშა ჩხაიძეს ბრალად ედება სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი, „მზიურში“ სათვალთვალო კამერის დაზიანებისთვის. მუხლი ითვალისწინებს 5 წლამდე პატიმრობას.

ლაშა ჩხაიძის საქმის არსებითი განხილვის სხდომა 3 თებერვალს დაინიშნა.