„ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, 10 თებერვალს ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ ილაპარაკა.
მისი თქმით, შეხვედრა გამორჩეული იყო იმ თვალსაზრისით, რომ ყველა შეთანხმდა, რომ შეაგროვებენ ინფორმაციას კანონდამრღვევებზე – მოსამართლეებზე, პროკურორებზე, ცრუმოწმეებზე და ეს ინფორმაცია თავს მოიყრის სალომე ზურაბიშვილთან.
„მოგეხსენებათ, არ მიყვარს ოპოზიციასთან დიდად შეხვედრები, მაგრამ კარგი შეხვედრა იყო. გამორჩეული იმ თვალსაზრისით, რომ ყველა შევთანხმდით, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით თუ სხვა გზებით, შევაგროებთ ინფორმაციას კანონდამრღვევებზე – მოსამართლეებზე, პროკურორებზე, ცრუმოწმეებზე.
თავს მოიყრის ეს ინფორმაციები პრეზიდენტთან და დაიწყება მუშაობა იმისთვის, რომ უფლებადამრღვევები დასანქცირდნენ და მათ შეეზღუდოთ აშშ-სა და ევროპაში გასვლა, საბანკო სერვისებით სარგებლობაც. ეს იყო დღევანდელი შეხვედრის შედეგი”. – თქვა თამარ ჩერგოლეიშვილმა შეხვედრის შემდეგ FB Live-ში.
სალომე ზურაბიშვილთან დახურულ შეხვედრას „ფედერალისტებთან” ერთად ესწრებოდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის”, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, „ძლიერი საქართველოს”, „გახარია საქართელოსთვის” და პარტია „სამართლიანობისთვის” წარმომადგენლები.