ბორის ჯონსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს

პუბლიკა

BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საავადმყოფოში გამოკვლევების ჩასატარებლად გადაიყვანეს. ახალი კორონავირუსი ჯონსონს 10 დღის წინ დაუდასტურდა.

„ბატონ ჯონსონს კვლავ მყარად აღენიშნება კორონავირუსის სიმპტომები”, – უთხრა მედიას დაუნინგ-სტრიტის სპიკერმა.

BBC აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის ოფისის წარმომადგენლის თქმით, ეს პრევენციული ღონისძიებაა, რასაც ჯონსონმა პირადი ექიმის კონსულტაციის საფუძველზე მიმართა.