მოქალაქე დავით ფუთურიძე ამბობს, რომ თავს 3 უცნობი პირი დაესხა

პუბლიკა

ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის თქმით, მოქალაქე დავით ფუთურიძეს, რომლის ინტერესებსაც თავად იცავს, თავს 3 ადამიანი დაესხა.

ავასაჯანიშვილი ამბობს, რომ შსს ცდილობდა, ფუთურიძე და მისი ორი მეგობარი, მათ შორის ერთ-ერთი ნიკოლოზ ლაცაბიძე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის საფუძველზე დაეკავებინათ.

„ედავებოდნენ მეტრო უნივერსიტეტში წარწერის გაკეთებას „მოკალი ქოცი”. თუმცა, ბრალი ამ დრომდე ვერ წარუდგინეს – მტკიცებულებები ვერ შექმნეს ისე, რომ დაეკავებინათ. მაგრამ ერთ-ერთს, დავით ფუთურიძეს დღეს ნიღბიანები დახვდნენ და სცემეს”. – ამბობს ადვოკატი.

შესწორება: მასალაში თავდაპირველად ეწერა, რომ ფუთურიძეს თავს ნიღბიანები დაესხნენ. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მხოლოდ ერთს ეკეთა პირბადე და ფუთურიძეს თავდამსხმელების იდენტიფიცირება შეუძლია. 

„სახლიდან გამოვედი. აქ გამოვიარე. აქ ერთი მაღალი, გამხდარი ტიპი იდგა. აქ იდგა ჩემზე ოდნავ დაბალი ტიპი და შლაგბაუმთან იდგა პირბადიანი ადამიანი. დაბალმა მომიქნია ხელი, ტელეფონზე ვლაპარაკობდი და ტელეფონი გამაგდებინა. წინააღმდეგობის გაწევა დავიწყე და ამასობაში უკნიდან მომხვდა რაღაც საგანი. შევბარვაცდი და წავიქეცი. სახეზე ავიფარე ხელები და მერე ალბათ 2 წუთი მირტყამდნენ. არც ერთი არ მეცნობოდა”. – უთხრა დავით ფუთურიძემ „ტვ პირველს”.

ფუთურიძის სხვა მეგობარი 31 იანვარს ჯგუფში „დაიტოვე” წერდა, რომ ფუთურიძე პოლიციამ ვაჟაზე გააჩერა და აიყვანა. ვერ უკავშირდებობდნენ ნიკოლოზ ლაცაბიძესაც. მოგვიანებით გაირკვა, რომ ორივე მათგანის საცხოვრებელი გაჩხრიკეს.

„პუბლიკა” შსს-ს დაუკავშირდა. მათგან ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.