გერმანიაში, ქალაქ გერაში, ტრამვაიში ქართველი კაცი ცოლს თავს დაესხა – სცადა მისი დაწვა.
ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მისი სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
ტრამვაის მძღოლმა ცეცხლი ცეცხლმაქრით ჩააქრო. თავდაპირველი სამედიცინო დახმარება მას ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კაცმა გაქცევა მოახერხა.
განახლება:
გერმანული მედიის ინფორმაციით, დღეს, 17 მარტის დილას 46 წლის ქართველი კაცი, თენგიზ კაკიაშვილი პოლიციაშ გამოცხადდა და დანაშაული აღიარა – ის დაკავებულია, გამოძიება კი მკვლელობის მცდელობით მუხლით გრძელდება.
შენიშვნა: მასალის განახლების შესაბამისად შეიცვალა სათაური.