პროკურატურის ინფორმაციით, თბილისში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა. საუბარია 21 ახალგაზრდა სპორტსმენის გიორგი ახალაიას მკვლელობის საქმეზე.
მკვლელობა 16 მარტს, გვიან ღამით მოხდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 16 მარტს, თბილისში, რიყის პარკში მდებარე „ბარი სახელოსნოს” მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით ჭრილობა მიაყენა.
მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.