ფუნიკულიორთან ახლოს შენობა ჩამოინგრა, დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი

პუბლიკა

მთაწმინდის პარკთან, რესტორან “ფუნიკულიორის” მიმდებარედ მშენებარე ობიექტზე უბედური შემთხვევა მოხდა – სამშენებლო კედელი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა.

როგორც ერთ-ერთმა დაშავებულის დედამ ტელეკომპანია “ტვ პირველთან” განაცხადა, შემთხვევის დროს ერთ-ერთი – მისი შვილის მეგობარი – ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით,  ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას ეხება.