„ბათუმელები": პოლიციელს, რომელმაც 18 წლის ცოლზე იძალადა, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა

პუბლიკა

„ბათუმელების” ინფორმაციით, პოლიციელს, რომელმაც 18 წლის ცოლზე იძალადა, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. ინფორმაციას „ბათუმელებს” პროკურატურა უდასტურებს.

როგორც უწყებაში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, პროკურატურა ითხოვდა ძალადობაში ბრალდებული პოლიციელის პატიმრობას, თუმცა გუშინ, 5 ივლისს აღკვეთი ღონისძიების სახით სასამართლომ მას 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.