საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი, აშშ-სთან კოორდინაციით გეგმავს, რუსეთს დაუწესოს სანქციები, რომლებიც იქნება ყველაზე მკაცრი, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში დაწესებულა.
„პუტინი ფრონტზე აღარ მიიწევს წინ და ახლა მხოლოდ საცხოვრებელი ტერიტორიების დრონებითა და რაკეტებით დაბომბვით შემოიფარგლება. ეს მშვიდობიან მოსახლეობაში უამრავ მსხვერპლს იწვევს. ეს უნდა შეწყდეს. ამის მისაღწევად, ამერიკელ სენტორებთან კოორდინაციით, ევროპა, საფრანგეთის წინადადებებზე საფუძნებით გეგმავს, დააწესოს ყველაზე მკაცრი სანქციები, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ყოფილა”. – თქვა ბარომ 7 ივლისს.
29 ივნისს ამერიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი მზად არის, სენატმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტს უყაროს კენჭი. რესპუბლიკელმა სენატორმა არაერთხელ გააკეთა მოწოდება მოსკოვის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისკენ.
რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა, ნიუტ გინგრიჩმა დღეს X-ზე დაწერა, რომ ლინდსი გრემი რუსეთისთვის დასაწესებელი ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტს სენატში ხვალ, 9 ივლისს წარადგენს.
კანონპროექტს სენატორებმა კენჭი შესაძლოა ივლისის ბოლოს უყარონ.