ესტონეთმა სინდისის პატიმრების საქმის მოსამართლეებს, პროკურორებს და „ოცნების” წევრებს სანქციები დაუწესა.
ესტონეთის მიერ დღეს სანქცირებულთა შორის არიან სინდისის პატიმრების საქმეების მონაწილე შემდეგი პირები:
- ნინო გალუსტაშვილი – მოსამართლე;
- ანი ხუბეჯაშვილი – პროკურორი;
- მარი მეშველიანი – პროკურორი;
- ვიქტორ მეტრეველი – მოსამართლე;
- ჯვებე ნაჭყებია – მოსამართლე;
- ნინო სახელაშვილი – მოსამართლე;
- ირაკლი შვანგირაძე – მოსამართლე;
- ნათია თათიაშვილი – პროკურორი.
ესტონეთის მიერ სანქცირებულია „ოცნების” გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, ასევე, „ოცნების” იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი.
ასევე, ესტონეთმა სანქციები დაუწესა წულუკიანის კომისიის წევრებს და „ოცნების” სხვა დეპუტატებს:
- ალუდა ღუდუშაური – „ქართული ოცნების” დეპუტატი, წულუკიანის კომისიის წევრი;
- ილია ინჯია – „ევროპელი სოციალისტების” წევრი, წულუკიანის კომისიის წევრი;
- მარიამ ლაშხი – „ოცნების” დეპუტატი;
- გურამ მაჭარაშვილი – „ხალხის ძალის” დეპუტატი, წულუკიანის კომისიის წევრი;
- თენგიზ შარმანაშვილი – „ოცნების” დეპუტატი, წულუკიანის კომისიის წევრი;
- სოზარ სუბარი – „ხალხის ძალის” დეპუტატი, წულუკიანის კომისიის წევრი;
- ალექსანდრე ტაბატაძე – „ოცნების” დეპუტატი, წულუკიანის კომისიის წევრი.
თავად თეა წულუკიანი ესტონეთმა 2023 წლის ივნისში დაასანქცირა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, „დემოკრატიაში არ არის ძალადობის, პოლიტიზებული სასამართლოსა და არაპროპორციული სასჯელების ადგილი”.
„ესტონეთი კვლავაც მხარს დაუჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და საქართველოს მოსახლეობას ღირსების, უფლებებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში”. – განაცხადა ცაჰკნამ.