გუშინ, 27 ივლისს, თვითმხილველების თქმით, აქტივისტი ვახო ლეგაშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიცია რუსთაველის გამზიზე მოძრაობის აღდგენას ცდილობდა.
როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, აქტივისტი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. მას 166-ე და 173-ე მუხლებს ედავებიან, რაც წვრილმანი ხულიგნობით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვახო ლეგაშვილი დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.