აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 2 მილიონი დოლარი გამოუყო.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა თანხა, რომელიც დაიხარჯება აზერბაიჯანში წარმოებულ ელექტრონულ აღჭურვილობაზე და შემდგომ უკრაინაში გაიგზავნება.
„ბოლო წლებში აზერბაიჯანმა უკრაინას მიმდინარე ვითარების გამო ჰუმანიტარული დახმარების მრავალი პაკეტი გაუგზავნა.
ურთიერთობა აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის ვითარდება მეგობრობის და მოკავშირეობის საფუძველზე, ორმხრივი დოკუმენტების შესაბამისად.
თანხები დაიხარჯება ელექტროაპარატურის შესყიდვასა და გაგზავნაზე”, – წერია განკარგულებაში.