შსს-მ თეთრიწყაროში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, „ბრალდებულებმა წარსულში არსებული კონფლიქტის გამო თეთრიწყაროში, ერთ-ერთი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანგარიშსწორების მიზნით, 1982 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ზე ორგანიზებულად, ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ.
დაჭრილი მამაკაცი მოთავსებულია კლინიკაში.“
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.