თბილისში, ვაზიანის დასახლებაში, კორპუსთან ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს

პუბლიკა

თბილისში, ვაზიანის დასახლებაში, კორპუსთან ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რამდენიმე დღის წინ სხვა ჯარისკაცის ცხედარი ნახეს აბასთუმნის ტყეში.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ის 26 წლის უფროსი ლეიტენანტი ალექსი მაჭავარიანია. გამოძიება ამ შემთხვევაშიც სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.