საქართველოში საფრანგეთის ელჩად ოლივიე კურტო დაინიშნა.
საფრანგეთის საელჩო საქართველოში წერს, რომ ოლივიე კურტო ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა შეიარაღებული ძალების სამინისტროში. მან იმსახურა ლისაბონში, ანკარაში, ამანში, ალჟირსა და აბუ დაბიში პირველი მდივნის, მრჩევლის, ხოლო შემდეგ პირველი მრჩევლის თანამდებობებზე.
მას მიღებული აქვს საპატიო ჯილდოები: საპატიო ლეგიონის კავალერი; ღირსების ეროვნული ორდენის კავალერი.
ოლივიე კურტომ ელჩის პოზიციაზე შირაზ გასრი შეცვალა. გასრი „ქართული ოცნების” მხრიდან თავდასხმების სამიზნე იყო, მათ შორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებზე დასწრების გამო.