შსს-ს ცნობით, პარლამენტთან აქციაზე, ადმინისტრაციული წესით, 16 პირი დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 16 პირი დააკავა. აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მცდელობა და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. პოლიციის მხრიდან, თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება“,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს შორის არიან აქტივისტები თათია აფრიამაშვილი, ალბი კორძაია, შუშანა მაცაბერიძე. დემონსტრანტები თავდაპირველად პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი წინა მხარეს გადმოინაცვლეს და რუსთაველის გადაკეტვა სცადეს.
მედიაში გავრცალებული ინფორმაციით, დაკავებული გაცილებით მეტია, სულ 22 ადამიანი:
1.შუშანა მაცაბერიძე
2. თამარ ფერაძე
3. ბექა პაპაშვილი
4. თქთია აფრიამაშვილი
5. ალბი კორძაია
6. თიკა პატარაია
7. დათა ქაშიაშვილი
8. დავით სეხნიაშვილი
9. ლუკა ჭოხონელიძე
10. ნენე გაბელაია
11. ლაშა დგებუაძე
12. ნიკა კორძაძე
13. ანა ჩრდილელი
14. მარიამ უძილაური
15. ნინო ნაჭყებია
16. მარიამ ცომაია
17. რუსუდან მაღრაძე
18. ანი ჭინჭარაული
19. დავით გუნაშვილი
20. ნუცა მაღრაძე
21. შალვა ბაღდოშვილი
22. თამარ გოგოლაძე