სლოვაკეთი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უკრაინას მხარს უჭერს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან შეხვედრის შემდეგ X-ზე წერს.
„სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცისთან არსებითი საუბარი მქონდა. ჩვენ განვიხილეთ ძირითადი თემები – პრინციპული საკითხები უკრაინისთვის და პრინციპული საკითხები სლოვაკეთისთვის. მე მივაწოდე ინფორმაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გუშინდელი საუბრის, „მსურველთა კოალიციის“ ლიდერებთან ჩვენი მუშაობის შესახებ მშვიდობის ხელშეწყობის, უკრაინის უსაფრთხოებისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის უზრუნველყოფის მიზნით. სლოვაკეთი არ იდგება განზე.
პრემიერ-მინისტრმა მომიყვა ჩინეთში მისი კონტაქტების შესახებ. ცალკე და მნიშვნელოვანი თემა იყო ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა – რუსულ ნავთობს, ისევე, როგორც რუსულ გაზს, მომავალი არ აქვს. სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე ვიზიარებთ იმ აზრს, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ერთად უნდა გააგრძელონ სვლა ევროკავშირის წევრობისკენ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ საკითხებში აქ, ჩვენს რეგიონში, აძლიერებს ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს. გმადლობთ შეხვედრისთვის. მნიშვნელოვანია, გვქონდეს ეს დიალოგი და ჩვენ გავაგრძელებთ მას“,- დაწერა ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში.