პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იქნება.
ამის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფომრაცია პაატა ზაქარეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში 6 სექტემბერს დაადასტურა.
„ აგვისტოდან დაიწყო მოლაპარაკებები, დავთანხმდი და გახარიას პარტიიდან ქუთაისში მერობის კანდიდატი მე ვიქნები… არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება მარტივად, რამდენიმე დღე ვიფიქრე. 19 აგვისტოს დამოკავშირდნენ შუადღით და შემდეგ უკვე გვქონდა კონსულტაციები, შევხვდი რამდენიმე ადამიანს, შემომთავაზეს, ეს იყო რთული გადასაწყვეტი, მოულოდნელი, იყო ნამდვილად, მომიწია ოჯახთან გასაუბრება, ჩემს მეგობრებთან და ახლობლებთან და მერე გადავწვიტე რომ დავთანხმებოდი, იმიტომ რომ პრინციპული მნიშვნალეობისაა…
მე საპარალამენტო არჩევნების დასრულებიდან მეორე დღესვე მოვუწოდებდი პოლიტიკურ პარტიებს, რომ მომზადებულიყვნენ ადგილობრივი არჩევნებისათვის, ჩემი, როგორც მოქალაქის პრინციპული პოზიციაა, რომ ყველა არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, რადგან არჩევნები უნიკალური მოვლენაა, რომ ცვლილებებს შევუწყოთ ხელი“,- ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.