ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიხედვით, 18 სექტემბრის მდგომარეობით, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატი მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ 26 მუნიციპალიტეტში ჰყავს.
ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სიის მიხედვით, ოპოზიციას ამ მუნიციპალიტეტებში კანდიდატები არ წარმოუდგენია:
- საგარეჯო
- გურჯაანი
- დედოფლისწყარო
- ყვარელი
- თიანეთი
- გარდაბანი
- დმანისი
- წალკა
- თეთრიწყარო
- ახალციხე
- ადიგენი
- ასპინძა
- ახალქალაქი
- ნინოწმინდა
- ონი
- ამბროლაური
- ცაგერი
- მესტია
- ლენტეხი
- საჩხერე
- ბაღდათი
- ვანი
- ტყიბული
- აბაშა
- მარტვილი
- ფოთი
„ძლიერ საქართველოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ პარტიებს ზემოჩამოთვლილი მუნიციპალიტეტების გარდა კანდიდატები არ ჰყავთ ქარელში, ხაშურში.
თბილისში 9 მერობის კანდიდატია. დედაქალაქში კანდიდატები წარადგინეს შემდეგმა სუბიექტებმა:
- „მამული, ენა, სარწმუნოება“ – თეიმურაზ ბოკელავაძე
- „კონსერვატორები საქართველოსთვის“ – ზურაბ მახარაძე
- „თავისუფალი საქართველო“ – კახა კუკავა
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – ოთარ ჭითანავა
- ირაკლი კუპრაძე „ძლიერი საქართველო-ლელო“
- გიორგი ლილუაშვილი „საქართველო“
- გიორგი გაჩეჩილაძე „მწვანეთა პარტია“
- იაგო ხვიჩია „გირჩი“
- კახა კალაძე „ქართული ოცნება“
თვითმმართველობის არჩევნებში 12 პარტია მონაწილეობს.
არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა ოპოზიციური პარტიების ნაწილმა. მათ შორის არიან: „თავისუფლების მოედანი“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“ ,„სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ახალი“, „ფედერალისტები“.