ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა ჩელებაძე დაინიშნა

პუბლიკა

ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა ჩელებაძე დაინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „ბათუმელებმა“ გაავრცელა – გამოცემამ ცნობა შსს-სთან გადაამოწმა.

მამუკა ჩელებაძე ბათუმის პოლიციის უფროსად დანიშვნამდე შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს დეტექტივების [ოპერატიული] სამმართველოს უფროსი იყო.

ბათუმის პოლიციის უფროსის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მოძალადე პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე თბილისში გადაიყვანეს.