სუსი: საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ჰამლეტ მარგველაშვილი თავისუფალია

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 8 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ჰამლეტ მარგველაშვილი თავისუფალია.

„საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს უკანონოდ დაკავებული ჰამლეტ მარგველაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.