მარნეულში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილსა და არასრულწლოვანს შორის დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის, პირველი პრიმა პუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს.
აქტივისტი სამირა ბაირამოვამ სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ საკრებულო თავმჯდომარის შვილმა ქართული ენის არცოდნის გამო არასრულწლოვანი სცემა.
„საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილმა მოზარდის სცემა ქართული ენის არმცოდნის გამო და ადგილზეა მარნეულის პოლიციის უფროსი, საკრებულოს თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი, სუსი, პოლიციელი, საკრებულოს წევრები და არავინ ახლოს არ მიდის მოძალადესთან, არც ძალას იყენებენ გასაჩერებლად ასე ლამაზად ეფერებიან“ – წერს სამირა ბაირამოვა.