კალაძე ამბობს, რომ შუა თითი აქციის მონაწილეებისთვის არ უჩვენებია

პუბლიკა

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მას შუა თითი აქციის მონაწილეებისთვის არ უჩვენებია.

რამდენიმე საათის წინ ტელეკომპანია „ფორმულამ” გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს მერის ჟესტი. ამაზე კალაძე ამბობს, რომ არავის საქმე არაა, ვის უჩვენებს შუა თითს.

მას მიანიშნა, რომ ეს ჟესტი მეგობრის მიმართ გამოიყენა და თქვა, რომ „არავის ეკითხება, რა ურთიერთობა აქვს საკუთარ მეგობართან“.