კასპში კაცმა ყოფილი ცოლის მკვლელობა სცადა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. კაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19 -109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
„[ქალი] კასპიდან არის გადმოყვანილი კატასტროფის ბრიგადით. ორივე [ბენზინიც აქვს შესხმული და მჟავაც], გარდა ამისა აქვს ჭრილობები მიყენებული ბასრი საგნით… რეანიმაციულ განყოფილებაშია, მართვით სუნთქვაზე იმყოფება, საკმაოდ სერიოზული სიტუაციაა” – ამბობს „ტვ პირველთან“ თბილისის ხეჩინაშვილის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ „მოზაიკამ“ გაავრცელა. მათივე ცნობით, ქალი მკურნალობის მიზნით სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.