„ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაქსიმ რიჟენკოვს შეხვდა.
ინფორმაციას და ფოტოს ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრა ნიუ იორკში, გაეროს ფარგლებში გაიმართა.
ბელორუსული საგარეო უწყების თანახმად, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე რიჟენკოვმა განიხილა სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, კულტურულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები.
„მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის ხალხების საკეთილდღეოდ თანასწორი, პატივისცემით აღსავსე და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობისადმი ინტერესს. განიხილეს საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული არაერთი საკითხი, განსაკუთრებული აქცენტით თანამედროვე გამოწვევებსა და საფრთხეებთან გამკლავებაზე“. – წერია განცხადებაში.
ბელორუსის საგარეო საქმეთა სმაკა ბოჭორიშვილის გარდა მაქსიმ რიჟენკოვი ასევე შეხვდა განის, უგანდის და ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრებს.
მაქსიმ რიაჟენკოვი სანქცირებულია ევროკავშირის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის და შვეიცარიის მიერ.