მოლდოვამ პროპაგანდისტული „იმედის" გადამღები ჯგუფი ქვეყანაში არ შეუშვა

პუბლიკა

მოლდოვამ პროპაგანდისტული „იმედის“ გადამღები ჯგუფი ქვეყანაში არ შეუშვა.

ამის შესახებ ინფორმაცია თავად გადაცემა „იმედის კვირამ“ გაავრცელა.

პროპაგანდისტული არხის თანახმად, ჟურნალისტი საბა ხვიჩია და მისი ოპერატორი აეროპორტში 5 საათით დააყოვნეს, შემდეგ კი გამგზავრების დარბაზში გადაიყვანეს და „იმასაც არ ეუბნებიან, როდის მიეცემათ სამშობლოში დაბრუნების საშუალება“.

„იმედის“ თანახმად, ჟურნალისტებს არ აძლევენ ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობას, უზღუდავენ გადაადგილებას, ჩამორთმეული აქვთ პასპორტები და დოკუმენტაცია.

„ერთადერთი, რაც უთხრეს, არის ის, თითქოს მათ არ ჰქონდათ დადასტურებული საცხოვრებელი ადგილის, მატერიალური უზრუნველყოფისა და ქვეყანაში შესვლის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც სიცრუეა, რადგან „იმედის კვირის“ ჟურნალისტებს ყველა საჭირო დოკუმენტი თან აქვთ“, – წერს „იმედის კვირა“.

28 სექტემბერს მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

პრეზიდენტ მაია სანდუს შეფასებით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც ქვეყანაში ჩატარებულა და რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს განსაზღვრავს.