ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 2 ოქტომბერს საქართველოს შესახებ დებატებია დაგეგმილი

პუბლიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) ხუთშაბათს, 2 ოქტომბერს საქართველოს შესახებ „გადაუდებელი“ დებატებია დაგეგმილი.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდის მიხედვით, დებატები, სახელწოდებით „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა საქართველოში“, დღის მეორე ნახევარში გაიმართება.

გარდა ამისა, 2 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ასევე გაიმართება შემდეგი დებატები: „რუსეთი: ახალი საფრთხეები ევროპული დემოკრატიებისთვის“, „სასწრაფო მოწოდება დამანგრეველი ჰუმანიტარული კატასტროფისა და ღაზაში ჟურნალისტების მკვლელობის დასრულებისკენ“ და სხვა.