შსს-ს ცნობით, ცოლის განზრახ მკვლელობის მუხლით კაცი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცოლის განზრახ მკვლელობის მუხლით 1951 წელს დაბადებული კაცი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა საცხოვრებელ სახლში ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს – 1972 წელს დაბადებულ თ.მ.-ს გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.