იტალიელი ჟურნალისტი, ჯაკომო ფერარა საქართველოში არ შემოუშვეს.
როგორც ჰყვება, 29 სექტემბერს საქართველოში სომხეთიდან შემოდიოდა. საზღვარზე პოლიციამ უთხრა, რომ მას 5000-ლარიანი ჯარიმა ეკისრება, რომელიც გადასახდელი აქვს და ქვეყანაში გადახდის გარეშე არ შემოუშვებენ.
ფერარას თქმით, მისთვის ეს ინფორმაცია მოულოდნელი იყო, ვინაიდან ჯარიმის შესახებ არავის შეუტყობინებია.
ჟურნალისტი ამბობს, რომ 31 მარტს თბილისში საპროტესტო აქციაზე ყოფნის გამო დააჯარიმეს. როგორც ჰყვება, არ გაჭრა არგუმენტმა, რომ ის დემონსტრაციაში არ მონაწილეობდა და მას მხოლოდ აშუქებდა.
ჯაკომო ფერარას თქმით, მან ჯარიმის გადახდაზე უარი თქვა და პასპორტი მოითხოვა, რომელიც 2 საათის შემდეგ დაუბრუნეს.
ჟურნალისტი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ შეატყობინა იტალიის საელჩოს საქართველოში და ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაციას.