„თქვენ იცით, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა პირდაპირი მხარდაჭერაც კი გამოუცხადეს საზღვარგარეთიდან ამ ყველაფერს, დაანონსებულ კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას, მათ შორის, გამოვიდა ევროკავშირის პრესსპიკერი, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას, ანუ ასეთი სათაურით გამოცხადდა ეს აქცია და ამ აქციას გამოუცხადა მხარდაჭერა ევროკავშირის ოფიციალურმა პრესსპიკერმა.
ამ ფონზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იგივე ევროკავშირის ელჩს საქართველოში. კეთილი ინებოს, გამოვიდეს, გაემიჯნოს და მკაცრად დაგმოს ის ყველაფერი, რაც ხდება თბილისის ქუჩებში“,- აცხადებს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
ორბელიანის მოედანზე აქციის მონაწილეებსა და საპოლიციო ძალებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეებმა ათონელის საპრეზიდენტო სასახლის ღობე მოარღვიეს და ეზოში შეიჭრნენ. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი. მათ დემონსტრანტების წინააღმდეგ, წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს, სავარაუდოდ, გამოიყენეს წიწაკის სპრეიც