შსს-მ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა - ჯამში დაკავებულია 45

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი – 1987 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის ჯამში, დაკავებულია სულ 45 პირი.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.