საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაჩო ახალაია მოწმის სახით გამოკითხვისთვის და ხმის ნიმუშის ასაღებადაა დაბარებული.
„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, ქ. თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, 2025 წლის 10 ოქტომბერს, 13:00 საათზე, მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით დაბარებულია 1980 წელს დაბადებული ბაჩანა ახალაია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბაჩო ახალაია შსს-ში უკვე მივიდა.
მისი თქმით, პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებული ჩანაწერი 1000%-ით ფალსიფიცირებულია და ერთი ბგერაც კი არ არის მის მიერ წარმოთქმული. მისი თქმით, უწყებაში დაბარების მიზნები მისთვის უცნობია.