გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერი წერს, რომ სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

პუბლიკა

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, დავით ჯანდიერი წერს, რომ ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

„ვუთხარი, რომ თანახმა ვარ მაგისტრ მოსამართლესთან გამოვიკითხო. უბრალოდ შოკში ვარ“ – წერს დავით ჯანდიერი.

სავარაუდოდ, საქმე ეხება პენიტენციურ დაწესებულებაში, გიორგი ბაჩიაშვილის ცემის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას. 

აღნიშნული საქმის ფარგლებში, პროკურატურამ, გუშინ დააკავა პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილე, გიორგი ქემოკლიძე. პროკურატურა ამბობს, რომ მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება გიორგი ბაჩიაშვილის სასარგებლოდ.

კერძოდ, გამოძიება ამბობს, რომ „გიორგი ქემოკლიძესა და პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილს შორის არსებული წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში სპეციალურად შეასახლეს 2 პატიმარი, რომლებსაც წინასწარი სცენარის მიხედვით, გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ.